თეგებით ძიება
23. 06. 2016 News-ები

ტესტი: ძლიერი ნერვები გაქვთ?

ტესტი: ძლიერი ნერვები გაქვთ?
ყოველ დადებით პასუხზე \'\'კი\'\', დაიწერეთ 1 ქულა, ხოლო უარყოფით პასუხზე, \'\'არა\'\'-0 ქულა
1. ადვილად ბრაზდებით?
2. გიჭირთ მოეშვათ და დაისვენოთ?
3. ხშირად გაწუხებთ უძილობა?
4. იღებთ საძილე აბებს?
5. გაწუხებთ რაიმე დაავადება, რომელიც გიზრდით სტრესს?
6. გაქვთ პანიკის შეტევები?
7. დარდობთ გარშემომყოფების აზრზე თქვენს მიმართ?
8. დარდობთ ფულზე?
9. ხშირად გრცხვენიათ?
10. მიგაჩნიათ, რომ ვიღაცაზე დამოკიდებული ხართ?
11. ხშირად ბრაზდებით, როცა ტელეფონი რეკავს?
12. ღელავთ თქვენს ჯანმრთელობაზე?
13. თვლით, რომ ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ?
14. ნერვიულობთ წვრილმანებზე?
15. ბრაზდებით, როცა საცობში ხვდებით?
16. გეშინიათ სიბნელის?
17. გიკანკალებთ ხმა, როდესაც ნერვიულობთ?
18. იღებთ როდისმე დამამშვიდებელ წამლებს?
19. გქონიათ ისეთი სურვილი, რომ ყველაფერი დაგეტოვებინათ?
20. ხშირად ნერვიულობთ?
21. ხშირად ღელავთ?
22. ხშირად წითლდებით?
23. ხშირად ხართ იმედგაცრუებული, როცა არ გიმართლებთ?
24. ღელავთ, როდესაც აპირებთ მეგობართან სტუმრობას ან საღამოზე წასვლას?
25. ბრზდებით, როცა თქვენზე იცინიან?
26. გაწუხებთ ხმაური?
27. მოგწონთ ახალი ადამიანების გაცნობა?
28. მოგწონთ განსხვავებული მოთხოვნები?
29. ამოწმებთ დაძინებამდე რამდენჯერმე კარი დაკეტილია თუ არა?
30. ბევრ დროს კარგავთ რაიმე დღესასწაულისთვის მზადებაში?


20-30 ქულა- თქვენ ხართ დაუბალანსებელი ადამიანი, ადვილად ბრაზდებით, მოკლედ სუსტი ნერვები გაქვთ.

10-20 ქულა- თქვენ ხართ ცოტათი გაუწონასწორებელი.

5-10 ქულა- თქვენ საერთოდ არ ღიზიანდებით.

5 ქულაზე ნაკლები- თქვენი სიმშვიდს ადამიანებს ნამდვილად უნდა შურდეთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა