თეგებით ძიება
24. 06. 2016 News-ები

დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს“, - განაცხადა დევიდ ქემერონმა.
დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა