თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/y7ojfx5fgzeb25zirngt7o14m942d686.mp4
28. 06. 2016 News-ები

ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე

თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა თავისუფალ დემოკრატებში.

პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მისაღები იყო, რომელიც ჯერ კიდევ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს იქნა მიღებული.

„გადაწყვეტილება, რომ საქართველო სრულად უნდა გადავიდეს პროფესიულ არმიაზე, არის სწორი. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ამას სჭირდებოდა მომზადება, ამას სჭირდებოდა ხელისუფლების მხრიდან საფინანასო მხარდაჭერა და ამას სჭირდებოდა შეთანხმებული მუშაობა პარლამენტთან,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა