თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/adwuvtlmjvpw8ai34o99bbbfianwdmm4.mp4
28. 06. 2016 News-ები

"პუტინს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება საქართველოზე" - ნიკოლას ბერნსი

ნატოს მიზნების და სიძლიერის აღდგენის შესახებ ვარშავის სამიტის წინ გენერალმა ჯეიმს ჯონსმა და ნატოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, ნიკოლას ბერნსმა ანგარიში მოამზადეს, სადაც რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაციაა შესული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ შეიარაღებული ძალების გაზრდილი რაოდენობის განლაგება აღმოსავლეთ მოკავშირეებთან. სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების მუდმივი ბაზირება ბალტიისპირეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ნატომ უნდა დაიწყოს საზღვაო მისიის შექმნა შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ასევე პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

“ მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტმა პუტინმა 2014 წლის მარტში გადაწყვიტა შეჭრილიყო ყირიმში, მოეხდინა მისი ანექსია და გაეყო უკრაინა. ეს ანგარიში მომზადებულია იმ სტრატეგიული ტენდენციების გათვალისწინებით, რომლებიც ძალიან უარყოფითია შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპისთვის. პირველ რიგში, ეს არის რუსეთის მიერ ევროპის ხელახალი გაყოფა. ეს ითხოვს პასუხს ნატოს მხრიდან. ნომერ პირველი რეკომენდაცია, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში, არის ის, რომ ნატომ მუდმივად უნდა განათავსოს ძალები ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ასევე მუდმივად პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში და შავ ზღვაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმოქმედოს ჰაერში, შავი ზღვის და ბალტიის რეგიონებში” - განაცხადა ნატოში აშშ-iს ყოფილმა ელჩმა ნიკოლას ბერნსიმ.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ ანგარიშის ავტორებმა ისაუბრეს ვარშავის სამიტზე საქართველოს პერსპექტივებზე და ასევე გამოიწვევს თუ არა ცვლილებებს ალიანსისთვის ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვებაზე.

„ჯერ ძალიან ადრეა თქმა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბრეგსიtი ხელს შეუწყობს ხალხის ოდნავ უფრო მეტ ფოკუსირებას ნატოზე და ვიმედოვნებ, თუ ეს უფრო მეტ ყურადღებას გამოიწვევს, ნატოსა და ევროკავშირისთვის საერთო ინტერესების საჭიროებაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვიქნებით უფრო ქმედითუნარიანები, უფრო სწრაფები გადაწყვეტილებების მიღების და მათი აღსრულების დროს“ - აღნიშნა ევროპაში ნატოს ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს ჯონსმა.

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ნიკოლას ბერნსის თქმით, ისინი "პუტინს არ მიცემენ ნებას ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყანას".

"შემდეგი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდება, მონტენეგრო უნდა იყოს. საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და ბევრი ჩვენგანი, რომელიც მუშაობდა მჭიდროდ საქართველოსთან, მათ შორის მეც, ძლიერ ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილს ჩვენს სამხედრო მისიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ნება პრეზიდენტ პუტინს, ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყნის წევრობას. მას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება საქართველოზე, რომელიც მან გაყო. მას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინაზე. გრძელი გზაა გასავლელი წევრობამდე, პრობლემების გამო ამ ქვეყნების შიგნით. თუმცა, ისინი პარტნიორი სახელმწიფოები არიან და ეს იქნება მომავალი. 1949 წლიდან, რაც ნატო დაფუძნდა, გარანტირებულია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი"- განაცხადა ნიკოლას ბერნსიმ.

ავტორი: დავით ნიკურაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა