თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/13l9lytvo2n023s4ck4n7rbkkltb6qy2.mp4
28. 06. 2016 News-ები

"2017 წელს 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება"

ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. დოკუმენტში ძირითადი აქცენტი კეთდება დასაქმებაზე და ასევე საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და კრიზისიდან გამოყვანაზე. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ 2017 წელს 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 10%-მდე. მოგების გადასახადი გაუქმდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. განაწილებულ მოგებაზე გადასახადი შემცირდეს ასევე 10%-მდე. ანუ მთელი რიგი ინიციატივები გვაქვს, რომელიც ეხება გადასახადების გაუქმებას და შემცირებას. ეს გამოათავისუფლებს ფულს ბიზნესისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ 2017 წელს ერთი მილიარდი ლარი გათავისუფლდება, რომელიც დარჩება კერძო სექტორში. ამას ემატება ბიუროკრატიის შემცირება. ასევე როგორც ჩვენ გვაქვს გათვლილი თუ ერთი მილიარდი დარჩება, ეს ავტომატურად ნიშნავს დაახლოებით 40 ათასამდე სამუშაო ადგილის გაჩენას“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, მათი პროგრამის მიხედვით, გაუქმდება ფინანსური პოლიციაც.

ავტორი: ნატა მახვილაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა