თეგებით ძიება
28. 06. 2016 News-ები

"ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ ბავშვისთვის ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტანისლავ ბონდარენკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე
გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. ბონდარენკო რომელი ღონისძიებისთვისაც ჩაოიყვანეს, სპექტაკლებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ და სხვა ღონისძიებებიდან. თორემ გახსნილ ანგარიშზე რომ თანხები ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით, ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, ვინ და რატომ ითაღლითა", - წერს ჟორჟოლიანი.


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა