თეგებით ძიება
28. 06. 2016 News-ები

ტეილორ სვიფტმა და ტომ ჰიდლსტონმა ერთმანეთს მშობლები გაიცნეს

ტეილორ სვიფტისა და ტომ ჰიდლსტონის რომანი ძალიან სწრაფად ვითარდება. ვერ მოვასწარით ჩვენ იმ აზრთან შეგუება, რომ წყვილი ერთადაა და ამ დროს ისინი გადავიდნენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე-ტეილორმა და ტომმა ერთმანეთის მშობლები გაიცნეს.

გასულ ხუთშაბათს ტეილორი და მისი ახალი შეყვარებული გაემგზავრნენ ნეშვილში, იმისთვის, რომ შეხვედროდნენ მომღერლის მშობლებს-დედას ანდრეას და მამას სკოტს. ხოლო პარასკევს ვარსკვლავური წყვილი კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა ინგლისში იმისთვის, რომ შეხვედროდა ტომ ჰიდლსტონის დედას.

სვიფტმა და ჰიდლსტონმა, რომლებიც ამ ბოლო დროს პაპარაცების ობიექტივში ხშირად ხვდებიან, ამჯერადაც ვერ შეძლეს მათგან დამალვა. ტეილორი, ტომი და მისი დედა დააფიქსირეს პაპარაცებმა- სამივე გამოიყურებოდა ბედნიერად.

ტეილორ სვიფტმა და ტომ ჰიდლსტონმა ერთმანეთს მშობლები გაიცნეს


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა