თეგებით ძიება
29. 06. 2016 News-ები

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა