თეგებით ძიება
29. 06. 2016 News-ები

”სამხრეთ ოსეთის” მარიონეტულ რეჟიმს ქართულ მხარესთან ერთობლივი კომისიის შექმნა სურს

ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთის” მარიონეტულ რეჟიმს სურს, რომ ქართულ მხარესთან „საზღვრის დემარკაციის“ ერთობლივი კომისია შექმნას.
ამის შესახებ ოსურის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის შექმნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ერთობლივი ქართულ-ოსური კომისია იმ მიზნით, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მოხდეს. ეს საკითხი მოხსნის უამრავ პრობლემას“, - განაცხადა სანაკოევმა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა