"გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როდესაც ის გვჭირდება"- დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომიკის მინისიტრი ვალუტის კონვერტაციაზე მოსახლეობას რჩევას კიდევ ერთხელ აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაყიდვას მხოლოდ საჭიროებისამებრ, ამჯერად კომპანიებსაც ურჩევს.
"ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება სწორი არ არის, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, შესაბამისად, ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდება. ბაზარზე მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ ვალუტის მოლოდინებზე არ ვითამაშოთ, ვალუტა გადავახურდავოთ მაშინ, როდესაც ის ჩვენ გვჭირდება,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.