თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/u5sdcdzh8qs4s5div3a8pruehe65m2gt.mp4
06. 07. 2016 News-ები

"მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები" - ჯონ კერი

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენ ქვეყანაში. მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ, თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა ჩვენი სტრატეგიგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტი, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ. რადგან, კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი წინსვლისთვის, ჩემთვის სასიხარულოა საქართველოში ჩამოსვლა,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა