თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/jxq09wg0jzm6r5yb6xu6nbly9w47ehfu.mp4
06. 07. 2016 News-ები

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადა. მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყო გასული სათათბირო ოთახში. რამდენიმე დღის წინ კი, 12-მა ნაფიცმსაჯულმა მაგდა პაპიძე დამანაშავედ ერთხმად სცნო.

მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას პროკურორი და მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ითხოვდა. ადვოკატმა კი მინიმალურ სასჯელს მოითხოვა.

სხდომათა დარბაზში სიტყვის უფლება მიეცა თავად ბრალდებულ მაგდა პაპიძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება საკუთარი უდანაშაულობის შესახებ და მანვე აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ სცნეს, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სასჯელის რა ზომას გამოიყენებს მოსამართლე. როგორც მაგდა პაპიძე აცხადებდა, ის მზად იყო უვადოდ თავისუფლების აღკივეთისთვისაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა