თეგებით ძიება
06. 07. 2016 News-ები

არეულობა სოხუმში - აფხაზეთი ქაოსის ზღვარზეა

რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ "აფხაზეთი ქაოსის ზღვარზეა".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებები დესტაბილიზაციისკენაა მიმართული და ლიდერებს შეჩერებისკენ მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არეულობის შედეგად 19 ადამიანია დაშავებული. აქედან 4 ადამიანი მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის დროს დაშავდა.

ე.წ. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ცეცხლი სამართალდამცველებთან კამათის შემდეგ მიტინგის მონაწილეებმა გახსნეს.

პარტია ამცახარას წარმომადგენლები ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებასა და 10 ივლისს დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმის გადატანას მოითხოვენ. რაულ ხაჯიმბამ რეფერენდუმის გადატანაზე უარი უკვე განაცხადა.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა