თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/sq3frbl31fthywb9jnec4l1n2srkl78i.mp4
06. 07. 2016 News-ები

გაფორმებულ მემორანდუმს ჯონ კერი აფასებს

"მაღალ შეფასებას ვაძლევთ გაფორმებულ მემორანდუმს," - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, მთავრობის კანცელარიაში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სახელმწიფო მდივნის აზრით, მემორანდუმით ქართული ჯარისთვის ბევრი სასიკეთო პროცესებია გათვალისწინებული, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ჯარის ეფექტურ უნარიანობას გაზრდის.

"ჩვენ ნამდვილად მაღალ შეფასებას ვაძლევთ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობის და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის საკითხს, რომელიც ქართული ჯარის ეფექტურ უნარიანობას გაზრდის. ეს დოკუმენტები მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები განვახორციელოთ. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წვრთნების გამართვას, კომპეტენციების გაცვლას," - აცხადებს ჯონ კერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამასთან, აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

"აშშ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მე ამას არ დავარქმევდი შეფერხებას ან იმედგაცრუებას. ამას მე განგრძობად პროცესს დავარქმევდი. დადგება დრო, როცა საბოლოო ნაბიჯები იქნება გადადგმული," - განაცხადა ჯონ კერიმ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსთვის. საქართველოს პრემიერს მიაჩნია, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს პროგრესი კიდევ ერთხელ დადასტურედება.

"პირველად ნატო-ს ისტორიაში ჩატარდება ნატო-საქართველოს საბჭოს მინისტერიალი, სადაც მიღებული იქნება მხარდამჭერი განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული, გამომდინარე კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატიდან. მთლიანობაში დავეთანხმები სახელმწიფო მდივანს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დაგვირგვინდება ნატო-ს წევრობით," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა