თეგებით ძიება
06. 07. 2016 News-ები

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა ემუქრება? ბრალდებულის ბოლო მიმართვა... –„მოვითხოვ..."

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა ემუქრება, ამის შესახებ ბრალდებული ამბობს :

„დაკავების დღიდან ჩემი სიმართლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მენტალობაში ვერ მივაღწიე. ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო. ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა, თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ, იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის ან უვადო პატიმრობის. მე თვითონ დავჯდები "დენის სკამზე" ისე, რომ გული არ ამიჩქარდება და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა