თეგებით ძიება
16. 08. 2016 News-ები

საზაფხულო დიეტა: როგორ დავიკლოთ ზედმეტი წონა 7 დღეში

საზაფხულო დიეტა: როგორ დავიკლოთ ზედმეტი წონა 7 დღეში
1. საზაფხულო დიეტა მოიცავს დღეში მინიმუმ 0,5 კილოგრამი ბოსტნეულის და ხილის მიღებას, ამასთან ეცადეთ მიღებული საკვები არ აღემატებოდეს 1200 კკალ-ს.
2. დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ მარილი, მარინადი, შებოლილი ხორცი, ასევე შაქარი, ცომი და საკონდიტრო ნაწარმი.
3. ნახევარი საათით ადრე ჭამამდე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, მიიღეთ ყოველდღე 2.5 ლიტრი წყალი.
4. დალიეთ ხშირად მწვანე ჩაი.
5. ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებით.
6 19:00 საათის შემდეგ არ ჭამოთ!

1-ლი დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: ერთი სახის ხილი: ვაშლი, მსხალი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, ერთ-ერთი მიირთვით.
ვახშამი: მჭლე მოხარშული ან შემწვარი ხორცი (გარდა ცხვრისა).

2-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ქათამი კანის გარეშე.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათი (პომინდორი, კიტრი, სტაფილო, წიწაკა) 1ფორთოხალი ან გრეიფურტი.

3-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: უცხიმო ყველი, პომინდორი.
ვახშამი: მჭლე მოხარშული ან შემწვარი ხორცი (გარდა ცხვრისა).

4-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: ერთი სახის ხილი: ვაშლი, მსხალი, გარგარი, საზამთრო, ნესვი ერთ-ერთი მიირთვით
ვახშამი: მჭლე მოხარშული ან შემწვარი ხორცი (გარდა ცხვრისა), ასევე სალათი (პომინდორი, კიტრი, სტაფილო, წიწაკა).

5-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: 2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, სალათი, 1 გრეიფურტი ან ფორთოხალი.

6-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: ერთი სახეობის ხილი: ვაშლი, მსხალი, გარგარი, საზამთრო, ნესვი ერთ-ერთი მიირთვით.
ვახშალი: მოხარშული ან შემწვარი ხორცი (გარდა ცხვრისა), ასევე სალათი (პომინდორი, კიტრი, სტაფილო, წიწაკა).

7-დღე
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, ასევე მიირთვით ნახევარი გრეიფურტი ან ფორთოხალი.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი კანის გარეშე, მოხარშული ბოსტნული, 1 გრეიფურტი ან ფორთოხალი.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნული

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა