"ზეიმს უნდა დავანებოთ თავი და ხმები უნდა დავიცვათ" - გიორგი გახარია
ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლოს ოპოზიციამ.
"ეხლა უმნიშვნელოვანესია რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში. ზეიმს უნდა დავანებოთ თავი და ყველა უბნიდან ამოსული ხმები უნდა დავიცვათ", - ამბობს გიორგი გახარია.