20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 58.94% შეადგინა - ცესკო
20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 58.94% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2 060 412 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 58.94% ია. როგორც ცესკოში დააზუსტეს შედეგი საბოლო არაა, რადგან მაღალმთიანი რეგიონის რამდენიმე უბნიდან შესული არაა მონაცემები.
საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 337 საჩივარი.