თეგებით ძიება
27. 08. 2016 News-ები

ლომი - ხასიათი

ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ადვილია იპოვოთ ლომი საღამოზე-ეს არ არის რთული, რომ იცნოთ დარწმუნებული მოკაშკაშე თვალებით.

სახლში, როდესაც მარტოა მას არ შეუძლია გამოაჩინოს თავისი ბრწყინვალება, ამიტომაც ის ყოვლეთვის ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხია. როდესაც ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყურებთ ის ყველასგან განსხვავებული გგონიათ: ის ამაყი და დიდებულია, მისი მანერები დახვეწილი. მართალია ლომი გარშემომყოფებს ცოტა ზემოდან დაჰყურებს, მაგრამ რას იზავთ ეს არგუნა მას ბუნებამ.

რთულია იმის თქმა, რომ ლომებს თავიანთი თავი სხვებზე მაღლა უჭირავთ, თუმცა ისინი თავს ბრძენებად და გამოცდილებად თვლიან. ლომებმა იციან თუ როგორ უნდა მოიქცენ ნებისმიერ სიტუაციაში. სხვები თვლიან, რომ მათგან უნდა მიიღონ რჩევები, ლომებიც ამას ელოდებიან და მათ ეხმარებიან! ლომები არა მხოლოდ ასწავლიან მათ როგორ უნდა მოიქცენ, არამედ უზრუნველყოფენ და ეხმარებიან მატერიალურადაც კი.

რაც ლომების პერსონას არ ეხება იმ საკითხებში ისინი ძალიან ობიექტურები არიან. მათ აქვთ განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა წარმართონ საქმე სასიკეთოდ.

ყველაფრის კეთებისას გამოიხატება ლომების მეფური მაქსიმალიზმი. მუშაობს დაუზოგავად, მხიარულობს მთელი გულით, სტუმრებს ღებულობს მდიდრულად. ყველაზე მთავრი მათთვის ის არის, რომ ბუნებით ოპტიმიზმები არიან.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა