თეგებით ძიება

ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ძლიერი დარტყმა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი ჰქონდათ – Reuters

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, გამოცემა Reuters -ი სტატიით ეხმაურება და წერს: 

"საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა შაბათს საპარლამენტო არჩევნები მოიგო, როგორც ამას პირველადი ოფიციალური შედეგები აჩვენებს, თუმცა ამის აღიარებაზე ოპოზიციური პოლიტიკოსები უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებებს. ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს მიიჩნევდნენ წყალგამყოფ მომენტად, რომელიც გადაწყვეტდა, დაუახლოვდება საქართველო დასავლეთს თუ რუსეთისკენ გადაიხრებოდა. თუ შედეგები დადასტურდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება ძლიერი დარტყმა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი ჰქონდათ." წერს გამოცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა