თეგებით ძიება

ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, ასეც და ისეც, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საინტერესო საკითხი, შევლენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის.

კობახიძე ამბობს, ყველა შემთხვევაში, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური.

„ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო საკითხი, მაინცდამაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომდგენელი არ იქნება პარლამენტისთვის. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და იცით, რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიებში. საუბარია როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მეორე „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მესამე „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეოთე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ვერ დავკავდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ. ასეც და ისეც, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც მათ განახორციელეს ამ ქვეყანაში ოთხი წლის წინ, რითაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. იგივეს მეორედ ვერ გააკეთებენ. მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა