თეგებით ძიება

ამით დაინტერესებულია როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი - კარასინი საქართველოში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი "ოცნების" ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია: 

"თბილისიდან მოსული შეტყობინებებით თუ ვიმსჯელებთ, არჩევნები საქართველოში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. მაღალი ჩართულობა – დაახლოებით 58%, სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ის 53% რომელიც მიიღო მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ, ისევე როგორც 4 ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვთვლით, რომ ეს პერიოდი პროგნოზირებადი იქნება და ცივილურად ჩაივლის. ამით დაინტერესებულია როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი." წერს სოციალურ ქსელში კარასინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა