თეგებით ძიება
07. 09. 2016 News-ები

მამუკა არეშიძის კანდიდატურა გარდაბნის რაიონში ჩაანაცვლეს

პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარმა თეთრიწყაროს რაიონში მისი ოპოზიციურ პარტიაში გადასვლის მიზეზები ახსნა. მამუკა არეშიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ გადაწყვიტეს მმართველ გუნდში ბოლო წუთს მისი კანდიდატურის ჩანაცვლება გარდაბნის რაიონში.

არეშიძის თქმით, ის რევანშისთვის ემზადება და ამითი ახსნა მან პატრიოტთა ალიანსიდან მიღებული შეთავაზების მიღება.

მამუკა არეშიძის ვარაუდით, თეთრიწყაროს რაიონში გამარჯვების შანსები პატრიოტთა ალიანსის გარდა - ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას აქვს.

„ვერ ვიტყვი, რომ იყო კატეგორიული შეპირება, მაგრამ განხილვის ობიექტი რომ იყო ჩემი სახელი და გვარი, ნამდვილად ვიცი. ბოლო მომენტამდე ეს განხილვის თემა მუსირებდა, მაგრამ ბოლო მომენტში ითქვა უარი,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა