„დღეს უკვე რუსეთმა იცის, ივანიშვილის დახმარებით, ვინ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“ - შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
გაავრცელე‼️ქოცებმა იციან ვის სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი‼️ - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ Smartmatic აპარატის დახმარებით ხელისუფლებამ იცის ამომრჩეველმა რომელი პარტიის სასარგებლოდ მისცა ხმა.
მომრჩეველი საარჩევნო უბანზე შესვლისას აკეთებს თავისი პირადობის იდენტიფიკაციას, იბეჭდება ქვითარი სადაც მითითებულია ქვითრის დაბეჭდვის დრო.
ამის შემდეგ ის იღებს ბიულეტენს, აფერადებს და აცურებს აპარატში. Smartmatic აპარატი, რომელიც ამუშავებს ბიულეტენს, ინახავს მოქმედებების მონაცემთა ბაზას (time log data), სადაც ყოველი ბიულეტენის შესვლის დრო ინახება.
იდენტიფიკაფიის აპარატის და მიმღები აპარატის გამოყენების შორის სხვაობა არის დაახლოებით 20-60 წამი. ამ მონაცემების შედარებით, ანუ ვინ როდის გატარდა (Identification Device) და ვინ როდის შეაცურა ბიულეტენი (Count optical scanner), ორივე შემთხვევაში აპარატი ინახავს დროების შესახებ ინფორმაციას, ანუ უმარტივესი დასადგენია ვინ ვის მისცა ხმა.
ამას ემატება ის ფაქტი, რომ უბნებზე აყენია კამერები და ეს კიდევ უფრო აადვილებს მოქალაქის მიერ აპარატების გამოყენების შორის ზუსტი დროის სხვაობის დადგენას.
დღეს უკვე რუსეთმა იცის, ივანიშვილის დახმარებით, ვინ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
იმედია გასაგები ენით აგიხსენით, ეს ორჯერ ორი ოთხია! აღნიშნული კომპანიის სისტემით ხმის მიცემა დღეს აფრიკის ქვეყნებში ხდება! კომპანიის შესახებ ინფორმაციას ცალკე პოსტს მივუძღვნით.
ეს ყველასთვის არასასიამოვნო სიახლეა, თუმცა საჭიროდ ვთვლით, რომ იცოდეთ! - წერს ნათელაშვილი.