ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - წერს ის X-ზე.