თეგებით ძიება
07. 09. 2016 News-ები

ტოპ 5 შეცდომა, რომელსაც ყველა უშვებს ქორწილის მზადებისას

ტოპ 5 შეცდომა, რომელსაც ყველა უშვებს ქორწილის მზადებისას

დეკორაცია არ არის მნიშვნელოვანი
სამწუხაროდ ხშირად ისმის ახალგაზრდა წყვილისგან ფრაზა \'\'ჩვენ დეკორაცია არ გვჭირდება\'\'. სინამდვილეში დეკორაცია ქორწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დღესასწაულს საჭირო განწყობას ანიჭებს.

ფინანსების არასწორი განაწილება
ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ წყვილი ხარჯავს არც თუ ისე ცოტა თანხას, მაგალითად საკვებზე, მაგრამ ამ დროს ისინი თანხას აკლებენ იმ დეტალებს, რაც მათ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ. არ არის საჭირო ბევრი კერძი ქორწილისთვის, მთავარია კარგად გაერთოთ, ამიტომ ფული არ უნდა დაგენანოთ შოუ-პროგრამისთვის, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას შექმნის თქვენს ქორწილზე.

სიუპრიზები გჭირდებათ
სილამაზე და გაფორმება ქორწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად კარგი იქნება თუ არ დაგავიწყდებათ პატარა საჩუქრების გაკეთება სტუმრებისთვის, იმისთვის, რათა მუდამ ახსოვდეთ თქვენი ქორწილი.

ყველაფერი მოვასწროთ
ზოგჯერ წყვილი ცდილობს ერთ დღესასწაულში ყველაფერი მოაქციონ, მაგრამ ეს არ არის კარგი იდეა ჯობია არ დაკარგოთ სადღესასწაულო განწყობა და დღის მეორე ნახევარს დიდი ენერგიით შეხვდეთ.

ზაფხულში არ წვიმს
სამწუხაროდ ნებისმიერ დროს შესაძლოა ამინდი შეიცვალოს. ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეც შესაძლოა წვიმით დასრულდეს. ამიტომაც, როდესაც დაგეგმავთ დღესასწაულს ღია ცის ქვეშ იქონიეთ გეგმა \'\'ბ\'\', რომელიც ამ სიტუაციაში გამოსავალს გაპოვნინებთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა