თეგებით ძიება
08. 09. 2016 News-ები

"საქართველომ განიცადა შთამბეჭდავი პროგრესი ფუნდამენტურ რეფორმებში"

ამ წუთებში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

"ნატო-მ გამოაგზავნა მტკიცე გზავნილი, საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო მეგობრობასა და ჩვენს ღრმა დაფასებაზე საქართველოს იმ წვლილის მიმართ, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში შეიტანა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღეს ჩვენი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამისათვის მადლობლები ვართ. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ ვარშავის სამიტზე.

"საქართველომ როგორც ნატო-ს წევრობის ასპირანტმა ქვეყანამ განიცადა შთამბეჭდავი პროგრესი ფუნდამენტურ რეფორმებში, განსაკუთრებით სამართალწამოებაში რაც გულისხმობს იურიდიულ რეფორმებს. გარდა ამისა ქვეყანა წინ წაიწია ძირითად რეფორმებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით და განავითარდა დემოკრატია. ასევე ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა