თეგებით ძიება
http://vod.rustavi2.com/iframe/vod.php?s=news portal/2016/Seqtemberi/15/8stiqia lagodexshi.mp4&c=vodr2live
15. 09. 2016 News-ები

ძლიერი სტიქია ლაგოდეხის რაიონში

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დაზარალდა. აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე ოჯახს ღამის გასათევი არ აქვს. ისინი დახმარებას ითხოვენ. ქარმა წააქცია ხეები. სოფელ აფენში კი წაქცეული ხე პირველ საჯარო სკოლას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფლებში გათიშულია ელექტრო ენერგია.მოსახლეობას ასევე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა