თეგებით ძიება

„უბნებზე ჰქონდათ კოდი „მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს“, რომელსაც ოცნების ამომრჩეველი ხმამაღლა ამბობდა“ - ნათია ჩიქოვანი

„მოვასწარი დაახლოებით 10 უბანზე პირადად შესვლა და გამოვიარე ჯოჯოხეთი“ -  ისნის საარჩევნო ოლქის მე-20 უბნის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი ნათია ჩიქოვანი საპარლამენტო არჩევნებზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ:  

‼️ ამომრჩეველთა 3,5 მილიონიან სიაში არსებობს 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში წავიდა უკანმოუხედავად, ისე რომ თავისი თავი ცესკოს სიაში არასდროს გადაუმოწმებია. არც ხმა მიუცია. ეს მონაცემები (ამ ადამიანების დეტალური მონაცემები, თავის პირადი ნომრებით და პირადობის მოწმობის ფოტოებით) ცესკოს აქვს და ის ინფორმაციაც შეუძლია შეაგროვოს, გადაამოწმა თუ არა ადამიანმა თავის თავი ელექტრონულ ბაზაში, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

თეორიაში, შეიძლება მოვითხოვოთ ვერიფიკაციის აპარატიდან ამოსული ფურცლების და ხელმოწერების შემოწმება და დადარება იუსტიციაში არსებულთან რაზეც უარს გვეტყვიან.

‼️ ასევე, საუბარია იმაზე, რომ ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იმავე პირადობის მოწმობით ჩატვირთული იყო პირობითად 20 უბნის სიაში და ეს ერთი ადამიანი, საკუთარივე პირადობით, ოცჯერ აძლევდა ხმას სხვადასხვა უბანზე. მარკირება რომ ჩვეულებრივი თამაშია, მაგაში საკუთარი თვალებით დავრწმუნდი გუშინ (ჩემი ერთი დამკვირვებლის უბანზე, ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც ფეირით დაბანის შემდეგ, უკვე მარკირებული ამომრჩეველი ჩვეულებრივად შემოვიდა, რადგან ფანარი აღარ აჩვენებდა ლაქას).

ამომრჩევლების რაოდენობაც 3500 000-ზე მეტი იმიტომ იყო, ამდენი ამომრჩეველი არ ვართ რეალურად. 

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მტკიცებულებების მოპოვება. იუსტიციის სახელის ბაზებზე წვდომა და მათი გადაკეთება-გადმოკეთების ბერკეტები ისევ მხოლოდ ოცნებას აქვს.

მე ვიყავი ისნის ოლქის 20 უბნის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი (თავად ვითხოვე უფრო რთული უბნების ჩაბარება ვიდრე საბურთალოა), რაც იმას ნიშნავდა, რომ 20 დამკვირვებლის ინტერესებს, უსაფრთხოებას ვიცავდი და ლოჯისტიკურ საკითხებს ვაგვარდებდი. შევდიოდი უბნებზეც პერიოდულად. მოვასწარი დაახლოებით 10 უბანზე პირადად შესვლა და გამოვიარე ჯოჯოხეთი: 

1. 📍კომისიის წევრები მასიურად არ მაძლევდნენ უფლებას დავმდგარიყავი რეგისტრატორების უკან 

2. 📍კომისიის წევრები მასიურად არ მაძლევდნენ ფოტო-ვიდეოს გადაღების უფლებას

3. 📍ორ უბანზე, ორმა კომისიის წევრმა საერთდ არ მომცა უფლება ჩამეხედა ვერიფიკაციის აპარატის ეკრანში - ერთა მითხრა, დარღვევებს შენზე კარგად აპარატი წაიკითხავსო 

4. 📍ერთ-ერთმა კომისიის წევრმა არ მომცა უფლება ფოტო გადამეღო ჩანაწერთა წიგნის ჩანაწერებისთვის 

5. 📍არც ერთ ჩემს დამკვირვებელს არ აძლევდნენ უფლებას დამგარიყვნენ რეგისტრატორების უკან 

6. 📍გამოაძევეს ერთი ჩემი დაკვირვებელი, +ერთს პატრული გამოუძახეს და არ აღმოჩნდა შემთხვევით ქოცი და ამიტომ ვეღარ გააძევეს.

7. 📍გამომაძევეს ერთ-ერთი უბნიდან მე და გამომიძახეს პატრულიც (რომელსაც ულამაზესი ოქმი დავუწერე, რომლის ფოტოს გადაღების უფლებაც არ მომცა, მაგრამ ოქმი ნამდვილად ულამაზესი დავუწერე და თუ მანამდე არ გადააკეთეს ორშაბათს წამოვიღებ ბეჭედ-დარტყმულს. პატრული სიტყვაზე ენდო კომისიის ყველა ოცნების წევრს რომ მე ვიყავი პროვოკატორი და არეულობას ვიწვევდი. 

8. 📍ალბათ 50-მდე ადამიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომლის ატანა და გადაყლაპვა მიწევდა მუდმივად, იმიტომ რომ მომცემოდა საშუალება დაკვირვება მაინც გამეგრძელებინა 

9. 📍ვიდეოს გადაღებისთანავე კომისიის წევრები იწყებდნენ ზუსტად საპირისპიროს საუბარს, რასაც მანამდე მეუბნებოდნენ (მაგალითად: არ იბარებდა საჩივარს და ვიდეო რო ჩავრთე და ვიდეოში ვთქვი არ იბარებსთქო, როდის გითხარი არ ვიბარებო…)

10. 📍ერთმა თავმჯდომარემ არ მომცა საჩივრის ფურცელი საჩივრის დასაწერად და ბოლოს ჩემმა გუნდის წევრმა შემომაწოდა, საჩივარს არ არეგისტრირებდნენ ჩანაწერთა წიგნშიც, სანამ პატრულის ძალით არ ჩავაწერინე 

11. 📍ერთი თავმჯდომარე არ იღებდა ჩემს საჩივარს, ანუ არ არეგისტრირებდა, სანამ იურისტის რჩევით არ გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობდი რომ არ იღებდა საჩივარს 

12. 📍ჩემს დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის რეგისტრაციის ნომერი, სანამ მე არ მივედი და ვიდეოს გადაღება არ დავიწყე 

13. 📍პირადად ჩემი გამოძევების  მცდელობებისას (ორჯერ) თავმჯდომარეს არ უყრია კენჭი, ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს და არც არავინ ეწინააღმდეგებოდა.

14.  📍ჩემს მეგობარს რეგისტრატორმა კითხა გინდა დაგასხა მარკირება თუ არაო 

15. 📍ჩემი ერთი დამკვირვებლის უბანზე, ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც ფეირით დაბანის შემდეგ, უკვე მარკირებული ამომრჩეველი ჩვეულებრივად შემოვიდა, რადგან ფანარი აღარ აჩვენებდა ლაქას 

16. 📍 პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ იმ უბანზე, სადაც დათვლას დავესწარი, გადასატან ყუთში 100% იყო ოცნების ხმები, იგივე პატერნი შეამჩნია ჩემმა მეგობარმა, მთაწმინდაზეც და ჩემმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმაც 

17. 📍 უბნებზე ჰქონდათ კოდი „მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს“ რომელსაც ამბობდა ხმამაღლა ის ამომრჩეველი, ვინც ოცნებას აძლევდა ხმას 

18. 📍უბნებზე იდგა კამერები და პირდაპირ უღებდა ხმის მიცემის აპარატებს 

19. 📍ერთ-ერთ ისნის ოლქის უბანზე, ოცნების დამკვირვებელმა ხელი დაარტყა ჩვენს დამკვირვებელს

20. 📍პირადად მე გავყარე ერთ-ერთი უბნიდან ბირჟავიკი ბიჭების ჯგუფი ვიდეოს გადაღების შემდეგ. 

21. 📍თავმდჯომარები გვაბრალებდნენ ისეთ რამეს, რასაც არ ვაკეთებდით, თუმცა დამამტკიცებელ საბუთს არვინ თხოვდა, მათ შორის არც პატრული და ტყუილების ფონზე გვაგდებდნენ უბნებიდან (მაგალითად ასეთი ტყუილი: უღებდა პირად ინფორმაციის ამსახველ მასალებს)

22. 📍ერთ-ერთ ჩემს დამკვირვებელს უთხრეს, მარტო თავმდჯომარე სადაც გეტყვის იმ წერტილიდან შეგიძლია ფოტოს გადაღებაო.

23. 📍ჩემი დამკვირვებლების საერთო ჯგუფში დილის 7-დან ღამის 2 საათამდე განუწყვეტლივ იწერებოდა სხვადსხვა დარღვევის შესახებ, რომლებსაც მე ფიზიკურად ვეღარ ვკითხულობდი, რადგან არ მქონდა ამის დრო და ეს ყველაფერი იცის Rusudan-მა, რომელიც მეხმარებოდა ამ პროცესების და ამ ჩეთის მართვაში.

ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამომრჩა კიდეც, უბრალოდ ამდენ რამეს ვეღარ ვამუშავებდი ტვინში და ფიზიკურადაც ვერ ვუმკლავდებოდი ამდენი რამის დაკვირვებას მარტო. 

ასევე:

📌 ყველა უბენზე, რომელზეც შევედი კომისიის ყველა წევრი, იქნებოდა ეს პოზიცია თუ ოპოზიცია (ოპიზიცია იყო 1-2 ადამიანი სულ, 17 ადამიანისგან შემდგარ კომისიაში, დანარჩენები დაუფარავად ქოცები, არც მალავდნენ ამას), მასიურად ყველგან იყვნენ ერთმანეთის დაქალები, ზოგ შემთხვევაში მემგონი ოჯახის წევრებიც. 

📌 პატრიული დამკვირვებლების 95% იყვნენ გამოუსადეგარი მკვდარზე ვენოკები. ყველაზე კარგი დამკვირვებლები ყავდა ახალს, მაგრამ ისინიც კი, რამდენჯერაც უბანზე შევედი იდგნენ სადღაც ერთ წერტილში. პროცესებს არავინ (!) აკვირდებოდა უწყვეტად. 

📌 ზოგადად, დამკვირვებლების უმეტესობა მაინც იყო დაბნეული, ზუსტად არ იცოდა საკუთარი უფლებები და წესები, აკლდა მიწოლის ის ჟინი, რომელიც ასეთ საქმეზე მუშაობის დროსაა აუცილებელი და საჭირო და საერთოდაც, ყველა იმ ადამიანს განვსჯი აგერ საჯაროდ, ვისაც ამ საქმის კეთება საერთოდ ისე დაეზარა, რომ არც დარეგისტრირებულა დამკვირვებლად.

📌📌📌 თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესების დაკვირვების საშუალებას მაინც არ გაძლევდნენ. ფოტო-ვიდეოს გადაღება, რაც რეალურად ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთია ასეთ დროს და ვერიფიკაციის აპარატში ჩახედვა მასიურად ყველა უბანზე იყო ყველაზე დიდი პრობლემა. 

|

არ მეგონა თუ შემეძლო პასუხის გაუცემლად ამდენი შეურაცხყოფის მოსმენა, მართლა არ მეგონა... თუმცა ყველა ის ადამიანი სათითაოდ ამოწერილი მყავს და სათითაოდ მოვძებნი სოციალურ ქსელებში, როცა ამის ნერვები და დრო მექნება და სათითაოდ დავთაგავ და სათითაოდ ისე ვაგინებ, რომ წერტილებსაც არ დავტოვებ შუაში, მერე გავიგებ მათზე მაქსიმალურად ყველა საჯარო ინფორმაციას და სადაც და როგორც შევძლებ ზუსტად ისე გავუმწარებ ცხოვრებას, როგორც მე გამიმწარეს გუშინ. 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Givi Luashvili-ს, რომელიც სულ გვერდში მედგა იურიდიულ საკითხებში და Rusudan Djakeli-ს, რომელიც რო არ ყოფილიყო გუშინ ჩემთან ერთად, არ ვიცი მარტო როგორ გავუმკლავდებოდი ამდენ საქმეს. 

მეტი არაფრის თქმის თავი და ნერვი არ მაქვს ახლა და არც ვიცი როდის მექნება - წერს ნათია ჩიქოვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა