"ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ შეიძლება საქართველო კვლავ კრემლის ორბიტაში გადაჩეხოს" - CNN
CNN-ი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც გამოცემა წერს, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების, დაძაბულობებისა და ძალადობის შემთხვევების ფონზე მიმდინარეობდა.
"საქართველოს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს მზარდად ავტორიტარული მმართველი პარტიის გამარჯვების აღიარებაზე, გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ, რომელიც განიხილებოდა, როგორც არჩევანი ევროპულ მომავალსა და რუსეთთან მჭიდრო კავშირს შორის.
"ქართული ოცნების" ხელახლა არჩევამ შეიძლება შეაჩეროს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის საბოლოო წევრობისკენ და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო კვლავ კრემლის ორბიტაში გადაიჩეხოს", - წერს CNN-ი.