შეშფოთებული ვართ საქართველოში არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო - ჩეხეთის საგარეო
ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.
უწყების ცნობით, ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოუწოდებენ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
"ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო . ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას. “, - აღნიშნულია განცხადებაში.