თეგებით ძიება
15. 09. 2016 News-ები

ივანიშვილის თქმით, ნაციონლური მოძრაობა არჩევნების გზით პრალამენტში ვერ მოხვდება

ბიძინა ივანიშვილის მორიგი მედია შეხვედრა რაჭაში გაიმართა. ყოფილმა პრემიერმა დღესაც დიდი დრო დაუთმო ოპონენტების კრიტიკას. კრიტიკის ობიექტი მათ შორის ნაციონლური მოძრაობა იყო.

ივანიშვილის თქმით, ნაციონლური მოძრაობა არჩევნების გზით პრალამენტში ვერ მოხვდება და პარტია დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

"12 წლის გამარჯვების შემდგომ მათ იმწუთშივე, 6 თვეში უნდოდათ უკვე გადატრიალების მოხდენა. გაზაფხულზე რომ ვერ მოახერხებდნენ გადატრიალებას, პირდებოდნენ, რომ აი შემოდგომამდე მოითმინეთ, ამით ამაგრებდნენ გუნდს - შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ხელისუფლებას. შემოდგომაზე არ გამოდიოდათ, არ ჰქონდათ რესურსი, ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ, რომ აი გაზაფხულამდე. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა და რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ.

“48 კაცი ყავდათ პარლამენტში და ახლა მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია, შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი მაგათთვის შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ ეს არის ძალადობა, რომ ძალით რაღაც რევოლუცია მოახდინონ და ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად რაღაცეებს გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის რუსთავი 2-ის დირექტორიც ნახეთ რა დღეშია, იქნება პროვოკაციებიც ალბათ, მაგრამ მე ვფიქრობ, იქნება რაღაც მინი პატარა პროვოკაციები, მათ მეტი რესურსი არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა