თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1236791449719126%2F&show_text=0&width=560
24. 09. 2016 News-ები

ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენებს შეხვდა

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენებს წარსულს ახსენებს და ანალიზის გაკეთებას სთხოვს. "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები", - ამ სახელწოდების ფორუმის ფარგლებში ყოფილი პრემიერის მონაწილეობით ამ წუთებში დისკუსია მიმდინარეობს.

ივანიშვილმა დღეს ბიზნესმენებს ნაციონალური მოძრაობის მათთან ურთიერთობების გახსენება მოსთხოვა და დღეს არსებულ ვითარებასთან პარალელები გაავლო.

„2012 წელი მათი გამარჯვებით რომ დასრულებულიყო, ხო თქვენც კარგად იცით რა დღეში იყავით. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნასტალგია და უკან იყურება. რა იქნებოდა დღეს, სად იქნებოდით დღეს თითოეული თქვენთაგანი. ხო შიდა გუნდში წავიდოდა უკვე ომი და იქ ვისაც ძალა დარჩებოდა, ხო შიდა ხოდების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვის სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცის. რომ იმ მეტოდით მართულ ქვეყანას რანაირი შედეგი შეიძლებოდა ქონოდა და დღეს რაც გვაქვს ეკონომიკური შედეგები, ამის მსგავსი ვერ მოხდებოდა. ეს თქვენთვის რთული საანალიზოა?" (სტილი დაცულია) - ივანიშვილმა ბიზნესმენებს საკმაოდ უხეში ტონით მიმართა და უსაყვედურა, ისინი იყენებენ თუ არა თავის შესაძლებლობებს, რათა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები სწორად ვითარდება.

ივანიშვილი ბიზნესმენებს ავალებს მისთვის მისაღები ანალიზის გაკეთებას და ამის შესახებ თანამშრომლებთან და ახლობლებთან საუბარსა და მოწოდებას ურჩევს.

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ახერხებთ თქვენ, დააფასებთ თქვენ ისევ სიტუაციას როგორც ეს მე წარმომიდგენია? შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს საკუთარ მეზობლებს ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა