თეგებით ძიება

შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - პრეზიდენტი აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მისულ ადამიანებს მიმართა, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები მოპარულია და ამით ამომრჩევლის მოპარვაც სცადეს.

“მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ჩვენი ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე და ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა რეალობა, მომავალი, სხვა ჩვენ არ გვაქვს არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას შემდეგი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა