საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ - ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი სოციალურ ქსელში საქართველოში მის ვიზიტზე წერს.
„ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - წერს ვიკტორ ორბანი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.