თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელი აქცია იწყება

პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან.

ადგილზე სცენაა მოწყობილი, სადაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოვლენ და მთელ მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს სალომე ზურაბიშვილიც მივა. აქციის შესახებ ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა და ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და შედეგებს არ აღიარებს.

"[შევიკრიბოთ] ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა