თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1236796259718645%2F&show_text=0&width=560
24. 09. 2016 News-ები

ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთება - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, რომან გოცირიძეს აკრიტიკებს და მას ეკონომიკური მაჩვენებლების მიზანმიმართულ გაყალბებაში სდებს ბრალს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთება. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ აკრიტიკოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და ამ ფორმებს თავს არიდებს. პერსონალურად დაპატიჟეს გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტების იბრალებდნენ და რეალურად წევრად წარმოდგა დღეს და ამაში ცუდი არაფერია, იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი. ინიციატივა იყო კვირიკაშვილის, რომ შეკრებები და თავყრილობები, როდესაც ერთი პარტია ატარებს რაღაც ღონისძიებებს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მისულიყვნენ და დებოში არ აეტეხათ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა, - ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ერთი ორჯერ რომ შემოძვრა აქ, გაიპარა, რომ დაინახა, მე ვიყავი აქ და ვერანაირი გამოსვლა ვერ მოახერხა. ის პროფესიონალებთან და ბიზნესთან ვერ ბედავს გამოსვლას. დადის და ცდილობს, რომ ხალხს რომელსაც არა აქვს ეკონომიკური განათლება, სიბნელეში ამყოფოს,“ (სტილი დაცულია) - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა