თეგებით ძიება
24. 09. 2016 News-ები

ლავროვმა ზავის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ალტერნატივა არა აქვს და ის უნდა შენარჩუნდეს.

განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზავის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა, რომელმაც, მისი თქმით, ამბოხებულთა ჯგუფების გაკონტროლება ვერ შეძლო.

შეთანხმების დარღვევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რაიონების ასაღებად მასშტაბური ოპერაცია დაიწყეს. გუშინდელ ავიაიერიშებს რეგიონში 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა