თეგებით ძიება
24. 09. 2016 News-ები

თუ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ”ოცნება” და ”ნაცმოძრაობა” აღმოჩნდნენ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი ქვეყნაში

თუ მომავალ პარლამენტში ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ და სხვა არავინ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი ქვეყნაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ ორ ძალას ერთმანეთთან ურთიერთობის არც რესურსი აქვს და არც სურვილი. მათ ერთამენთთან აქვთ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის განწყობა.
”ეს არის მთავარი, რაც ჩემი აზრით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს და შემდეგ გააკეთოს არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ, რომ თუ მომავალ პარლამენტში ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდნენ ერთამანეთის პირისპირ და სხვა არავინ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი ქვეყნაში. იმიტომ, რომ ამ ორ ძალას ერთმანეთთან ურთიერთობის არც რესურსი აქვს და არც სურვილი. მათ ერთამენთთან აქვთ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის განწყობა. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლობა გინდ იყოს 2-ჯერ მეტი პროპორციულად, ანუ 112 თუ 117 და 25 - ”ნაციონალური მოძრაობა”, აქ რაოდენობრიობა სრულ სურათს ვერ გვაჩვენებს. მე ვშიშობ, რომ ”ოცნების” ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ყველაზე მეტად გაუხსნას გზა სააკაშვილის ფანჯრის გახსნას. არა უშუალოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრიდან დაწყებული პროცესებიდან”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მას აღარ ხიბლავს ანალიტიკოსობა და კომენტატორობა, ”რესპუბლიკელები“ ახლა აქტიურ პოლიტიკაში არიან და მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ პოლიტიკური პროცესი ჩაიკეტა, მაშინ ქვეყანა უკან წავა.

”მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ რაც შემიძლია ხმამაღლა, მეტი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საბურათლოს ამომრჩეველს, სადაც მე კენჭს ვიყრი, რომ ამ არჩევნებზე კარგად გავიზაროთ, რომ თუ ჩვენ ჩავკეტეთ პოლიტიკური პროცესი ორ ადამიანს - ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ბრძოლაში, ამ შემთხვევაში როდესაც ორივე გასულია ოფიციალური პოლიტიკური სივრცის მიღმა და ეს კიდევ უფრო ართულებს ამ ვითარებას, თუ პოლიტიკური პროცესი მათ შორის ურთიერთობის გარკვევაზე ჩაიკეტა, მაშინ ქვეყანა უკან წავა. აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის გახსნა, მეტი მოქნილობა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პარლამენტში რომ ყოფილიყო მხოლოდ პარტია ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, საქართველო 4 წელი სტაბილურ ვითარებაში ვერ იცხოვრებდა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა