თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1237734202958184%2F&show_text=0&width=560
25. 09. 2016 News-ები

სააკაშვილი ბათუმში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

"დაინახოს მტერმაც, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვერაფერი დაგვიდგება წინ," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში შეკრებილ მხარდამჭერებს. სააკაშვილი ამბობს, რომ 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

ყოფილი პრეზიდენტი აქციაზე ტელეფონით ჩაერთო, სატელეფონო საუბრის შემდეგ კი სანდრა რულოვსმა, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა.

"ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა, მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია. ისეთი მხარდაჭერაა არ შეიძლება, რომ მას რამე პრობლემები შეექმნას ჩამოსვლისას. მას არაფრის არ ეშინია მხოლოდ საქართველოს სიღარიბის და რამე ცუდი რომ არ მოხდეს ქვეყანაში,"- აცხადებს სანდრა რულოვსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა