თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1238681042863500%2F&show_text=0&width=560
26. 09. 2016 News-ები

ლევან იზორია P.S-ში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S-ში გასულ იმ რეპორტაჟს ეხმაურება, სადაც მისი ერთ-ერთი ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვის ფაქტზე იყო საუბარი. ლევან იზორია ამბობს, რომ მას ნათესავისთვის ხელი არ დაუფარებია და ის საქმის ბოლომდე შესწავლას მოითხოვდა.

თუმცა შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის განცხადებით, არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები. იზორიას თქმით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და წარუდგინონ მტკიცებულებები.

„ეს არის ძალიან უსაფუძვლო ბრალდება, იგივე ბრალდება, როგორიც თითქოსდა ქვის ხანაში არის, რომელიღაც კონკრეტული რაიონი, გაიჟღერა ერთ-ერთი რესპოდენტისგან ასეთმა შეურაცხმყოფელმა განცხადებამ. პირიქით, მე გახლდით იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სწორედ ამ უწყებამ უზრუნველყო მისი დაკავება, ის წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და ბუნებრივია ის სამართლებრივი პროცედურები, რაც გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევების დროს, რეაგირებისთვის იყო მაქსიმალურად დაცული.

"თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავმალე ეს მტკიცებულებები? თუ გქონდათ ეს მტკიცებულებები, მაშინაც იყო საჯარო, დღესაც აქვთ შესაძლებლობა, თუ ვიღაცას პრეტენზია აქვს ან თუ განცდა აქვს ვინმეს, რომ ობიექტურად არ წარიმართა, მიმართონ, არსებობს შესაბამისი უწყებები,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავადაცვის მინისტრმა მის მიმართ ოპონენტების მეირ გამოთქმულ იმ ბრალდებებსაც უპასუხა, სადაც ჩხოროწყუს რაიონში კლანურ მმართველობაზეა საუბარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა