მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს.. იმოქმედეთ, სანამ ტრაგედია დატრიალდა - ნათია მეზვრიშვილი მიმართვას ავრცელებს
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს:
ჩვენს თანაგუნდელს - ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.
მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა.
დანაშაულის თანამონაწილეები ხართ
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia !
იმოქმედეთ, სანამ ტრაგედია დატრიალდება - წერს ნათია მეზვრიშვილი.