"ვიდრე არ მოხდება უბნების გადათვლა, არჩევნების ლეგიტიმურობა ვერ განხორციელდება“
ნინო ბურჯანაძე არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, ვიდრე რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხელახლა არ გადაითვლიან ხმებს. საარჩევნო ბლოკმა ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, შედეგები გაყალბებულია და მათ გაერთიანებას გაცილებით მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ნინო ბურჯანაძისითვის მიუღებელია ის პროცენტები, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი სარჩელები და ვიდრე არ მოხდება უბნების გადათვლა, არჩევნების ლეგიტიმურობა ვერ განხორციელდება,“ - აცხადებს ბურჯანაძე.