თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1256148171116787
14. 10. 2016 News-ები

საქართველოს სამეფო კლუბი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს სამეფო კლუბი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. კლუბი გამოდის ინიციატივით, საქართველოში საპარლამენტო მონარქიის დაწესების შესახებ და ყოფილ პრემიერს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას სთხოვს.

კლუბის სპიკერის გაიოზ მამალაძის თქმით, ქართულ ოცნებაში გაითვალისწინებენ ივანიშვილის პოზიციას, ვინაიდან ყოფილი პრემიერი დიდი გავლენით სარგებლობს პოლიტიკურ გაერთიანებაში.

„დღეს საპარლამენტო მონარქიის იდეა უკვე მომწიფებულია, ფაქტობრივად მისულია საქმე იქამდე, რომ ცერემონიალური და სიმბოლური მმართველობა პრეზიდენტის მაგივრად, უფრო იაფ მმართველს, უფრო მეტად დემოკრატიულს და უფრო მეტად ყველასათვის მისაღებს გადაეცეს, ეს იქნება მეფე,“- განაცხადა საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერმა გაიოზ მამალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა