თეგებით ძიება
http://video.ambebi.ge/files-4/2016/10-14/mgebrishvilii.mp4
14. 10. 2016 News-ები

დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა - გიორგი მღებრიშვილი

ყიზილაჯლოში მომხდარზე დაკავებულები არიან კრიმინალები, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელზე და დღემდე ეს არავისთვის მიპატიებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მარნეულში დაკავებულ პირებზე ზეწოლა განხორციელდა და ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.

„რას ლაპარაკოთ, სერიოზულ კომენტარს ელოდებით ამაზე? რას ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავება? ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება გავრცლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები ნაცემები არიან, მღებრიშვილი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებულებზე ზეწოლის განხორციელება გამორიცხულია.

„არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს გამოგონილია. ალბათ გაგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და მსგავი არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა