როგორ ჩავიცვათ პირველ პაემანზე: ტოპ 5 რჩევა
როგორ ჩავიცვათ პირველ პაემანზე: ტოპ 5 რჩევა
1. პირველ რიგში გაარკვიეთ როგორი ფორმატის შეხვედრა იქნება, სად წახვალთ და სად გაატარებთ თქვენს პირველ საღამოს? კაფე, თეატრი, პიკნიკი, ან კიდევ პარკში უბრალოდ გასეირნება.
2. სადაც არ უნდა შედგეს თქვენი პირველი შეხვედრა არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მისი კოლეგა ან კლიენტი კი არ ხართ, არამედ მისი შეყვარებული. ამიტომაც ყველაფერი გემოვნებით შეარჩიეთ და უპირატესობა მიანიჭეთ ქალურ იმიჯს. მამაკაცი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს ქალის სინაზეს, მხიარულებას. სწორედ ასეთი გოგონას დაპყრობა და დაცვა სურთ მამაკაცებს. ასევე პირველი შეხვედრისთვის არ შეარჩიოთ ძალიან გამომწვევი ჩაცმულობა.
3. პირველი პაემნისთვის არ ჩაიცვათ სულ ახალი მოდური ტანსაცმელი. ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული და მოსახერხებელი. ეს ეხება ფეხსაცმელსაც.
4. თუ თქვენ გაქვთ იდეალური ფიგურა გამოკვეთეთ ტანისამოსით, ასევე მოიქეცით და ნიღაბი ააფარეთ ნაკლოვანებებს.
5. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ დარჩეთ ისეთი როგორიც ხართ, იყავით ესთეტიური, გულწრფელი. ამიტომაც არ ჩაიცვათ საღამოს კაბა თუ თქვენი პარტნიორი სპორტულ ფორმაში იქნება. და არ ჩაიცვათ მაღალ ქუსლებზე თუ ვერ შეძლებთ სიარული.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი