იან კელი 8 ოქტომბრის არჩევნებზე
არჩევნებისას მომხდარი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს ამერიკის ელჩი საქართველოში. იან კელიმ მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა. დიპლომატის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა.
„ვფიქრობ, არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ჩვენ შეშფოთებული ვართ დარღვევების გამო, რის შესახებაც მოვისმინეთ. კონკრეტულად ძალადობისა და დაშინების ფაქტების გამო, რასაც ვგმობთ. ვფიქრობთ, რომ ძალადობის ასეთი ინციდენტები მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ ამ ძალადობისა და დაშინების ფაქტების გამოძიება ხელისუფლების ვალდებულებაა. ვფიქრობ, მარნეულის შემთხვევა იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან ადგილი ჰქონდა ძალადობას და დაშავდნენ პოლიციელები. ეს ინციდენტები ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული, რადგან არჩევნების მეორე ტურია და ის არ შეიძლება, ჩატარდეს დაშინებისა და ძალადობის ატმოსფეროში. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ ინციდენტებს სამართლიანად და დაბალანსებულად,“ - განაცხადა იან კელიმ.