პარტია ბრძოლას აგრძელებს - დავით ბაქრაძე
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გურიაში პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ხვდება.
დავით ბაქრაძემ და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ პარტიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრეს და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია განიხილეს.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის წარმომადგენლებს ბრძოლის გაგრძელებას დაჰპირდა და წარმატება უსურვა.
„საბრძოლო განწყობაა, პარტია ბრძოლას აგრძელებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.