სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა
სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა - გუშინ გვიან ღამით დაჭრილი მოქალაქის ახლობლები გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტრანსგენდერს თავს ორი პირი სწორედ მისი იდენტობის გამო დაესხა - დანით ყელი გამოჭრეს, სახეზე დაზიანებები კი ბლაგვი საგნით მიაყენეს.
დაშავებულის ახლობლის ინფორმაციით, თავდასხმა ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია კურიერს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა, დაუდასტურა.
„შსს-მ დაიწყო ფაქტზე გამოძიება, რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი მოქმედებები. დათვალიერდა შემთხვევაში ადგილი და ამოღებულია დანაშაულის იარაღი -დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგები შესახებ საზოგადოებას ეცნობება,“ - აცხადებს ნათია სუხიაშვილი.