თეგებით ძიება
15. 10. 2016 News-ები

სანდრა ბალოკი და ბრაიან რენდალი განიხილავენ ქორწილს

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სანდრა ბალოკმა და ბრაიან რენდალმა ერთმანეთი გაიცნეს, გულშემატკივრები გრძნობენ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და წყვილი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა ძალიან ხშირად ავრცელებს ინფორმაციას მათი დაქორწინების შესახებ, თვითონ ქორწილი ჯერ კიდევ არ გამართულა. წყვილის გარშემომყოფები ამტკიცებენ, რომ ქორწილი ამ სიტუაციაში გამორიცხული არ არის.

\'\'ისინი ისედაც დაქორწინებულები არიან, ერთმანეთის გვერდით ძალიან დიდ დროს ატარებენ. ერთნაირად აზროვნებენ. პატივს სცემენ და აფასებენ ერთმანეთს. მათი სიყვარული ძლიერი და ღრმაა.\'\'

-ამბობს ერთ-ერთი წყარო და რომ რენდალს და ბალოკს საერთო ოჯახური ღირებულებები აქვთ:

\'\'მათ აქვთ ძალიან ძლიერი კავშირი. სანდრასთვის მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები, რომლებიც სურს თავის შვილებს ასწავლოს. ბრაიანი კი იზიარებს ამ ღირებულებებს.\'\'

\'\'დროთა განმავლობაში ისინი ქორწინებამდეც მივლენ, მაგრამ თუ ისინი დაქორწინდებიან ამას ფარულად გააკეთებენ.\'\'

სანდრა ბალოკი და ბრაიან რენდალი განიხილავენ ქორწილს

სანდრა ბალოკი და ბრაიან რენდალი განიხილავენ ქორწილს


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა